ზუგდიდში დევნილთა დასახლებაში ხანძარი ლიკვიდირებულია – ოთხი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა

ზუგდიდში საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ დევნილთა საცხოვრებელ კორპუსში ცეცხლი გაჩნდა. ადგილზე 4 სამაშველო სამსახურისა და 2 სასწრაფო დახმარების ბრიგადაა მობილიზებული.

“ორსართულიან  შენობაში აფხაზეთიდან დევნილი 4 ოჯახი ცხოვრობს. მეხანძრე-მაშველების დროული და ეფექტური რეაგირების შედეგად ხანძარი დროულად იქნა ლიკვიდირებული, მსხვერპლი არ არის”, – აცხადებს “რეგიონულ კვირასთან” ზუგდიდის სახანძრო-სამაშველო სამსახურის სამმართველოს უფროსი დიმიტრი ბარამია.

შენობაში მცხოვრებ, ოთხივე დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი დაეწვა, ცეცხლი, სავარაუდოდ, ელექტროგაყვანილობის გაუმართაობამ გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები