“გეოლოგებმა დასკვნები დადეს, ტექნიკა მობილიზებეულია” – დილიდან ღვარდიისკენ მიმავალი გზა გაიხსნება
„ღვარდიასთან მისასვლელ გზაზე, სადაც კლდოვანმა ნაშალმა სოფლისკენ მიმავალი გზა გადაკეტა, არსებული მდგომარეობა, სპეციალისტებმა და გეოლოგებმა უკვე შეისწავლეს“, – ამის შესახებ რეგიონულ კვირას“ ამბროლაურის მერმა, ზვიად მხეიძემ განუცხადა.
მისივე განმარტებით, მასის ჩამოშლა უხვმა ნალექმა გამოიწვია და საკმაოდ რთული მდგომარეობა შეიქმნა, რადგან სოფელს სხვა სატრანსპორტო ალტერნატიული გზა არ გააჩნია, გარდა საფეხმავლო ბილიკისა.
„ჩვენ მაშინვე დავიწყებდით გაწმენდით სამუშაოებს, მაგრამ მდგომარეობა რთულია იმ თვალსაზრისით, რომ შესაძლებელია, ნაშალის თავზე არსებული კლდეც ჩამოიქცეს, ამიტომ დაველოდეთ გეოლოგებს. სპეციალისტებმა დასკვნები დადეს, ტექნიკა მობილიზებულია და ხვალ სოფელ ღვარდიასთან მისასვლელი გზა გაიხსნება“, – განაცხადა მხეიძემ.
ცნობისთვის, სოფელ ღვარდიაში 15 ოჯახი ცხოვრობს, ამ მომენტისთვის ელექტროენერგია აღდგენილია, შეტანილია პური და სხვა საჭირო პროდუქტები, ადგილზე მობილიზებულია საგანგები სამსახურის მანქანა.