მოსახლეობა თავად განსაზღვრავს რომელი პროექტია პრიორიტეტი – სამტრედიაში “სოფლის მხარდაჭერის” პროგრამა იწყება

სამტრედიაში „სოფლის მხარდაჭერის” პროგრამა  იწყება. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, მოსახლეობა თავად განსაზღვრავს რომელი პროექტია პრიორიტეტი.

“სამტრედიაში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით პროექტების შერჩევა ეფუძნება მოსახლეობის მიერ გადაწყვეტილების მიღების პრინციპს, რისთვისაც დასახლებებში სოფლის კრებები ან კონსულტაციები გაიმართება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების სრული დაცვით, სადაც მოქალაქეები თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას განსახორციელებელ პროექტებზე.
სამტრედიის მუნიციპალიტეტს სოფლის პროექტებისთვის საერთო ჯამში 660 000 ლარი გამოეყო”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის პროცესი 2021 წლის 24 თებერვლამდე უნდა დასრულდეს.
,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ადმინისტრაციულ ერთეულებში დასახლებების საერთო კრებები და საკონსულტაციო შეხვედრები მუნიციპალიტეტის 14 ადმინისტრაციული ერთეულის 50 სოფელში ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები