პარტნიორობის შესაძლებლობები, კარგი პრაქტიკა და გამოცდილების გაზიარება – OGP Local-ის ვებინარში ოზურგეთის საკრებულო ჩაერთო

“აღმოსავლეთ პარტნიორობა რეგიონში ღია მმართველობის საკითხების მიმოხილვის” შესახებ ვებინარში ოზურგეთის საკრებულოს წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს.

ონლაინშეხვედრას, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე, თანამშრომლებთან ერთად დაესწრო.
OGP Local-ის სამუშაო შეხვედრები სამომავლოდაც დაიგეგმა, სადაც დონორებთან ერთად, ღია მმართველობის ადგილობრივი სამოქმედო გეგმების შემუშავების პროცესსა და მუნიციპალიტეტების საჭიროებებს განიხილავენ.

ვებინარი OGP Local-ის გაცნობითი შეხვედრების სერიის ნაწილია და  ისეთ თემებს მოიცავს, როგორიცაა ღია მმართველობის მდგომარეობა რეგიონში, პროცესის წამყვანი აქტორები, პარტნიორობის შესაძლებლობები, კარგი პრაქტიკა და გამოცდილების გაზიარება.

შეგახსენებთ, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) ლოკალური პროგრამის წევრად აირჩიეს.
OGP -ში გაწევრიანებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტი შეუერთდა გლობალურ მოძრაობას, რათა ხელი შეუწყოს სხვადასხვა ფორმით ადგილობრივ დონეზე ღია მმართველობის პრინციპების გამტკიცებას.
პროგრამის მონაწილე მუნიციპალიტეტებს შესაძლებლობა მიეცემათ ითანამშრომლონ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან, გაუზიარონ მათ ცოდნა და გამოცდილება და დანერგონ სიახლეები ადგილობრივ დონეზე.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები