საგზაო ინფრასტრუქტურა ხონში – რა პროექტებს განახორციელებს მერია მიმდინარე წელს

2021 წელს ხონში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ხონის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, მიმდინარე წელს დაგეგმილია, ცენტრალური ქუჩების რეაბილიტაცია და მოასფალტება.
” 2021 წელს მოეწყობა წერეთლის ქუჩა, ჩაუტარდება რეაბილიტაცია და შესახვევები მოასფალტდება, ასევე ასფალტი დაიგება გორგასლის ქუჩის მეორე შესახვევში, თამარ მეფის ქუჩის პირველ შესახვევსა და ჩიხში” – ნათქვამია  მერიის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები