შიდასაუბნო გზების რეაბილიტაცია, სასმელი წყლის სისტემის განახლება, გარეგანათება – ვანში “სიფლის მხარდაჭერის” პროგრამის ფარგლებში მოსახლეობის პრობლემებს ისმენენ
ვანში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გოჩა ჭუბაბრია მუქედის, ციხესულორის, გადიდის და ზედა ვანის მოსახლეობას შეხვდა.
მუქედის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობისთვის პრიორიტეტს სოფლის ცენტრში სკვერის, გარე განათების მოწყობა და შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია წარმოადგენს.
ციხესულორში ადგილობრივების ძირითად მოთხოვნას სტადიონის რეაბილიტაცია წარმოადგენს.
გადიდის ადმინისტრაციული ერთეულის მაცხოვრებლებისთვის მნიშვნელოვანია შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია.
რაც შეეხება ზედა ვანის ადმინისტრაციულ ერთეულს, აქ მოსახლეობისთვის პრიორიტეტულია შიდა საუბნო გზების შეკეთება, გარე განათებისა და სასმელი წყლის რეზერვუარის მოწყობა.
კოვიდ პანდემიის გამო, სოფლის საერთო კრებები იმართება ღია სივრცეში, რეგულაციების დაცვით.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში,პრიორიტეტების დაგეგმვის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები ვანის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება.