ლაგოდეხში “რანის” სტადიონთან მდებარე ჭაბურღილის მაგისტრალი სრულად გამოიცვალა

ლაგოდეხში „რანის“ სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ჭაბურღილის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.

როგორც მუნიციპალიტეტის მერი აცხადებს, აღნიშნული ჭაბურღილით მარაგდება როგორც ქალაქის მცხოვრებთა დიდი ნაწილი, ასევე, ქუჩებში დამონტაჟებული წყლის ონკანები, სკვერი და ფანტანი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, სრულად შეიცვალა მაგისტრალის დაზიანებული მონაკვეთი და საკეტი.

აღდგენითი სამუშაოები ა(ა)იპ „ლაგოდეხის სერვის ცენტრი’’-ს მიერ შესრულდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები