ალექსანდრე მოწერელია: მალხაზ თორია აქამდეც ღირსეულად, კეთილსინდისიერად და ამომწურავად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას, მჯერა ასევე გააგრძელებს
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პოსტზე მალხაზ თორიას დანიშვნას მისი წინამორბედი და ამჯერად საქართველოს პარლამენტის წევრი – აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატი ალექსანდრე მოწერელია ეხმაურება. ის მალხაზ თორიას კეთილსინდისიერ საჯარო მოხელედ მოიხსენიებს და წარმატებებს უსურვებს.
,,მივესალმები მალხაზ თორიას დანიშვნას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობაზე, ის აქამდეც ღირსეულად, კეთილსინდისიერად და ამომწურავად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას და მჯერა, რომ ასევე გააგრძელებს, მინდა წარმატებები ვუსურვო მალხაზს ამ მეტად რთულ და საპასუხისმგებლო თანამდებობაზე”- აცხადებს ალექსანდრე მოწერელია.
მალხაზ თორია სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პოსტზე დღეს დაინიშნა, ის 2020 წლის აგვისტოდან სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობას ასრულებდა, მანამდე კი რწმუნებულის პირველი მოადგილის პოსტს იკავებდა.