როგორც გიორგი სახოკიამ აღნიშნა, საკმაოდ კარგად იცნობს გურიის რეგიონს და იქ არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებს.
„კარგად ვიცნობ იმ პროექტებს, რომელიც მიმდინარეობს ან მიმდინარეობდა უახლოეს წარსულში. აქვე მინდა განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილო მიმდინარე პანდემიით გამოწვეულ პრობლემებზე და იმ კრიზისზე, რომელიც პანდემიამ შექმნა, გაათმაგებული მუშაობა გვჭირდება, რათა დავუბრუნდეთ ცხოვრების ნორმალურ რიტმს, პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას. მზად ვარ, რომ ამისთვის ძალისხმევა არ დავიშურო, რათა გურიის მოსახლეობისთვის და ზოგადად რეგიონისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევები მაქსიმალურად ეფექტურად, ოპერატიულად გადავჭრა. მზად ვარ და გახსნილი ვარ კომუნიკაციისთვის როგორც თითოეული მოქალაქისთვის, ასევე მედიასაშუალებებისთვის. მზად ვარ ერთობლივი, ნაყოფიერი მუშაობისთვის. მიმდინარე პანდემიის ფონზე, მთავარი გამოწვევა არის ის კრიზისი, რომელიც პანდემიამ შექმნა, ეს არის ეკონომიკური კრიზისი, სამუშაო ადგილები, ტურიზმის აღდგენა და ის ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომელიც რეგიონში აუცილებლად არის ჩასატარებელი“, – განაცხადა სახოკიამ.