აგარის პოლიკლინიკა გაქურდეს – წაღებულია ლეპტოპი

ფოტო: ლევან ჭელიძე

აგარაში პოლიკლინიკა გაქურდეს. როგორც “რეგიონულ კვირას” კლინიკაში განუცხადეს, დაკარგულია 800 ლარამდე ღირებულების ლეპტოპი.

მათივე თქმით, ქურდობის შესახებ თანამშრომლებმა დილას, სამსახურში მისვლის შემდეგ გაიგეს და პოლიციას აცნობეს.

ქურდი შენობაში, სავარაუდოდ, შენობის უკან არსებული მოშენების მხრიდან შევიდა.

როგორც “რეგიონულ კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები