კონსტანტინე ანანიაშვილი: გუბერნატორებთან ერთად აქტიურად ვიმუშავებთ რეგიონებში ყველა პრობლემის მოსაგვარებლად

გუბერნატორებთან ერთად აქტიურად ვიმუშავებთ რეგიონებში ყველა იმ პრობლემის მოსაგვარებლად, რაც იქნება დღის წესრიგში, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და კოორდინაციის სამსახურის ხელმძღვანელმა, კონსტანტინე ანანიაშვილმა განაცხადა.

მან პრემიერ-მინისტრს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. ამასთან, აღნიშნა, რომ მისთვის შს მინისტრთან, ვახტანგ გომელაურთან მუშაობა პატივი იყო.

ანანიაშვილის განმარტებით, მისი ძირითადი სამუშაო მოსახლეობის წინაშე არსებულ პრობლემებთან გამკლავება იქნება.

„როგორც თქვენთვის ცნობილია, პრემიერ-მინისტრმა წარმადგინა რეგიონული პოლიტიკის და კოორდინაციის სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე. მინდა, მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის. მზად ვარ, აქტიურად ვიმუშაო რეგიონში გუბერნატორებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რათა ერთობლივად როგორც ინფრასტრუქტურული პროექტების, ასევე სოციალური მიმართულებით ყოველდღიურ რეჯიმში აქტიურად ვიმუშაოთ. აქვე მადლობა მინდა გადავუხადო შს მინისტრს. ჩემთვის პატივი იყო ბატონ ვახტანგ გომელაურთან ერთად მუშაობა. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ პოლიციელს, რომელთანაც მრავალი წელი მომიწია მუშაობა. ყოველთვის, რა პოზიციაზეც მიმუშავია, მქონდა საჯარო, მეგობრული დმაოკიდებულება მედიასთან და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ურთიერთობა გახნილი და კომუნიკაბელური იქნება.

ძირიადი ჩვენი საქმიანობა იქნება ყველა ის პრობლემა, რაც დღეს მოსახლეობის წინაშეა. მე ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სამსახურებირვად რეგიონებში მომიწია მუშაობა და ჩემთვის კარგადაა ნაცნობი ყველა ის გამოწვევა და პრობლემა, რაც აწუხებთ როგორც სოფლად, ასევე ქალაქად რეგიონებში. გუბერნატირებთან ერთად რეგიონებში აქტიურად ვიმუშავებთ ყველა იმ პრობლემის მოსაგვარებლად, რაც იქნება დღის წესრიგში“, – განაცხადა კონსტანტინე ანანიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები