მალხაზ თორია სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულად დაინიშნა

მალხაზ თორია სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულად დაინიშნა. მალხაზ თორია აქამდე სახელმწიფო რწმნუნებულის მოვალეობას ასრულებდა.

განათლება:
1987-1994 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი, ისტორია-იურიდიული ფაკულტეტი
სპეციალობა – სამართალმცოდნე

2021 წლის 9 თებერვლიდან – სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული
2020 წლის აგვიტოდან, 2021 წლის 9 თებერვლამდე – სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი
2020 წლის 6 აპრილიდან სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე
2019 წლის აგვისტო – 2019 დეკემბერი – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სამეგრელო ზემო სვანეთის მთავარი სამართველოს უფროსი
2019 წლის იანვარი – 2019 აგვისტო – სამეგროელო ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე
2017-2019 წლებში – შპს „მანგანუმ ლოჯისტიკი“, თანამდებობა – დირექტორის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში
2017-2019 წლებში – შპს „ჯორჯიან მანგანეზი“, თანამდებობა – ქონების დაცვისა და ეკონომიკური უსაფრთხოების დაცვის სამსახურის უფროსი
2013-2017 წლებში – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, თანამდებობა – სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსი
2013 წელი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, თანამდებობა – სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსის მოადგილე
2009-2013 წლებში – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, თანამდებობა – გამომძიებელი
2007 – 2009 წლებში – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტი, თანამდებობა – გამომძიებელი
2004-2007 წლებში – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიცია, თანამდებობა – გამომძიებელი
2002-2003 წლებში – საქართველოს ფინანსთა საგანგებო ლეგიონი, თანამდებობა – განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს უფროსი ოპერატიული თანამშრომელი
2000-2002 წწ – საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგანგებო ლეგიონი, თანამდებობა – მოკვლევის სამმართველოს განყოფილების უფროსი

1995-2000 წწ – საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო, თანამდებობები – გამოძიებელი; უფროსი გამომძიებელი; განყოფილების უფროსი

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები