“არ დავთმობთ ამ მიწას” – ახალდიოკნისში საპროტესტო აქცია გაიმართა
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდიოკნისში ადგილობრივმა მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა.
მათი თქმით, 10 ჰექტარი მიწა სოფლის მოსახლეობას 30 წლის წინ გადაეცა, როცა სახელმწიფომ ისინი ამ სოფელში გადმოასახლა. მიწებს ადგილობრივები საძოვრებად იყენებენ.
როგორც ისინი ამბობენ, რამდენიმე დღის წინ სოფელში გამოჩნდა პიროვნება, რომელიც უმტკიცებს მოსახლეობას, რომ ტერიტორია ფერმის ასაშენებლად ოფიციალურად შეიძინა.
„10 ჰექტარი მიწა წაგვართვეს, სხვებს ფერმის ჩადგმა უნდათ, ბათუმიდან ჩამოგვასახლეს 30 წლის წინ და მთავრობამ მოგვცა ეს მიწა. საძოვრისთვის ვიყენებთ და არავის მივცემთ უფლებას აქ ფერმა ჩაგვიდგას, არ დავთმობთ ჩვენ ამ მიწას“, – ამბობენ ადგილობრივები.