აქცია ზუგდიდში – სამოქალაქო აქტივისტები შედანიების სახლის მისამართით სავარაუდო სროლას აპროტესტებენ

ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან “მოძრაობა საქართველოსთვის” წევრებმა საპტოტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა სამოქალაქო აქტივისტის გელა შედანიას სახლში სავარაუდო სროლის ფაქტი გააპროტესტეს და პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დააკისრეს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში შედანიების საცხოვრებელ სახლში წუხელ გვიან ღამით სავარაუდოდ ნათურას ესროლეს. როგორც დიასახლისი სნეჟანა გეგია აცხადებს, საღამოს ათ საათზე უცნობმა პირმა ნათურას ესროლა, შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
გელა შედანია მომხდარში ხელისუფლებას ადანაშაულებს და ამბობს, რომ ეს ფაქტი მიზანმიმართული პროვოკაციაა, რათა მასზე ზეწოლა განახორციელონ და აქტიური სამოქალაქო საქმიანობა შეწყვიტოს, თუმცა ,,რეგიონულ კვირასთან” საუბარში გელა შედანია ამბობს, რომ არ არის დარწმუნებული ეს იყო ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის ხმა, თუ უბრალო პიროტექნიკა.

შედანიების თქმით, მსგავსი ფაქტი წინა დღეებშიც დაფიქსირდა.

შსს-მ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო,რაც ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები