რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული პარმენ მარგველიძე იქნება

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული პარმენ მარგველიძე იქნება. აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრამ გიორგი გახარიამ დღეს მიიღო.

რეგიონში რწმუნებულის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც არჩილ ჯაფარიძე დაკავებული პოსტიდან გასული წლის ზაფხულში გადადგა. სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობას დღემდე გიორგი მაქარაშვილი ასრულებდა.

პარმენ მარგველიძეს, რომელიც 2013-2017 წლებში აღნიშნულ რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული უკვე იყო, საჯარო სამსახურში მუშაობის მდიდარი გამოცდილება აქვს. იგი არაერთი წლის განმავლობაში მუშაობდა შემოსავლების სამსახურში სხვადასხვა თანამდებობაზე, მათ შორის იყო მომსახურების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ქუთაისის სერვისცენტრის უფროსი, უბნის ოფიცერთა სამმართველოს იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სექტორის უფროსი, მომსახურების სამმართველოს ამბროლაურის სერვისცენტრის უფროსი, გადასახადების ადმინისტრირების სამმართველოს ამბროლაურის განყოფილების უფროსი.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები