გორში, ფარნავაზის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება
გორში, ფარნავაზის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება.
„სამუშაოების შესყიდვის მიზნით, მერიამ ტენდერი 25 იანვარს გამოაცხადა.
პროექტის სავარაუდო ღირებულება 404 850 ლარია. რეაბილიტაცია ჩაუტარდება ტრანსპორტის სავალ ნაწილს და ტროტუარებს, მოასფალტდება მიერთებები და მოეწყობა გამწვანების ზოლები. ტენდერის პირობების მიხედვით, სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვეში უნდა დასრულდეს.
იხილეთ შესყიდვის ბმული: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=384631&lang=ge “ , – აღნიშნულია ინფორმაციაში.