მახინჯაურის საჯარო სკოლაში მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა

მახინჯაურში, საჯარო სკოლაში უფროსკლასელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ადასტურებენ.

სკოლის დირექტორის თქმით მოსწავლე სკოლაში ბოლოს 4 თებერვალს გამოცხადდა სადაც მაღალი თერმოსკრინინგის დროს ტემპერატურა დაუფიქსირდა. მოსი ტესტის პასუხი კი კოვიდზე დადებითი აღმოჩნდა.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის განმარტებით, ინფიცირებულის კლასელები თვითიზოლაციაში არ გადასულან და სწავლა ჩვეულებრივ რეჟიმში გრძელდება.
რაც შეეხება ოჯახის წევრებს, ეპიდემიოლოგების მითითებით ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები