ფოთის მუნიციპალიტეტში სამხატვრო სასწავლებლის რეაბილიტაცია რამდენიმე დღეში დასრულდება

ფოთის მუნიციპალიტეტში დასასრულს უახლოვდება სამხატვრო სასწავლებლის რეაბილიტაციის სამუშაოები. პროექტს ფონდი „ქართუ“ კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად ახორციელებს, – ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიამ გაავრცელა.
სამხატვრო სასწავლებლის შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს და იმ შენობათა შორისაა, რომელიც გერმანელი არქიტექტორის, ფრიკის მიერ არის დაპროექტებული.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით შენობა სრულად იქნა აღდგენილი და დაუბრუნდა პირვანდელი სახე, აღდგა არქიტექტურული დეტალები, რომელიც მას უნიკალურობას სძენს.
სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობას ქალაქ ფოთის მერი, გოჩა კურდღელია პირველ მოადგილესთან, კონსტანტინე თოფურიასთან ერთად გაეცნო.
სამხატვრო სასწავლებლის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის გაზაფხულზე დასრულდება.

პროექტის ღირებულება 800 ათას ლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები