9 თებერვლამდე 11.2 ათასი ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა

2020 წლის 1-ლი აგვისტოდან 2021 წლის 9 თებერვლამდე პერიოდში 11.2 ათასი ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 4.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ამ პერიოდში განხორციელებული ვაშლის ექსპორტის მოცულობა 13-ჯერ აღემატება 2019/2020 წლებში ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ექსპორტის მოცულობის მაჩვენებელს, ხოლო ექსპორტის ღირებულება 4.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.

2020 წელს წარმოებული ვაშლის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში, კერძოდ 10.8 ათასი ტონა. რუსეთის ფედერაციის გარდა, ექსპორტი განხორციელდა აგრეთვე ყაზახეთში, სომხეთში, უნგრეთში, თურქმენეთში, სინგაპურსა და ჰონკონგში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები