მანდარინის ექსპორტის ღირებულებამ 19,0 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა

2020 წლის 1-ლი აგვისტოდან 2021 წლის 7 თებერვლამდე პერიოდში განხორციელდა 39,0 ათასი ტონა მანდარინის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 19,0 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული მანდარინის ექსპორტის მოცულობა 7.8 ათასი ტონით (25%), ხოლო ექსპორტის ღირებულება 2.8 მლნ აშშ დოლარით (17%) აღემატება 2019/2020 წწ ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს.

2020 წელს წარმოებული მანდარინის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში (22.5 ათასი ტონა), სომხეთსა (8.7 ათასი ტონა) და უკრაინაში (5.3 ათასი ტონა). აღნიშნული ქვეყნების გარდა, ექსპორტი განხორციელდა აგრეთვე მოლდოვაში, თურქმენეთში, ბელორუსიაში, ყაზახეთში, ლიეტუვაში, სლოვენიაში, ტაჯიკეთში, ყირგიზეთში, აზერბაიჯანში, აშშ-სა და გერმანიაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები