კახეთში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

კახეთში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები სოფელ იყალთოდან დაიწყო. სოფელში მაცხოვრებლებმა, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელს და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს, ის პრიორიტეტული საკითხები გააცნეს, რაც ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვან და დღემდე მოუგვარებელ პრობლემად რჩება.

მოსახლეობის და ხელისუფლების წარმომადგენლების ერთობლივი გადაწყვეტილებით, სოფელ იყალთოში, გარე განათების ახალი ქსელის მოწყობა განხორცილდება.

კახეთის მასშტაბით, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის მიერ შერჩეული პრიორიტეტული პროექტების განხორციელების მიზნით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4.214.00 ლარია განსაზღვრული.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, თითოეულ დასახლებაში პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები თებერვლის ბოლომდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები