“დადგენილი წესების შესაბამისად ვმოქმედებთ” – რას პასუხობენ გარემოვაჭრეებს ქუთაისის მერიაში
ქუთაისის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ეკა გრიგოლაშვილი მერიასთან გარემოვაჭრეების აქციას გამოეხმაურა და განმარტა, რომ ზედამხედველობის სამსახური დადგენილი წესების შესაბამისად მოქმედებენ.
ეკა გრიგოლაშვილის თქმით, გარევაჭრობას არეგულირებს საკრებულოს 2020 წლის 29 იანვრის დადგენილება, რომელიც ნებართვის გარეშე, გარე პერიმეტრზე ნებისმიერი პროდუქტით ვაჭრობას კრძალავს.
“მათ პროტესტს ვერ გავიზიარებ, იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ კიდევ წინა პანდეემის პერიოდში ყველა გარემოვაჭრე გაფრთხილებული იყო, რომ გარევაჭრობა კანონით იკრძალება. მათი გაფრთხილება ახლაც მიმდინარეობს. აქედან გამომდინარე ჩვენ მიგვაჩნია, რომ ვქმოქმედებთ აღნიშნული დადგენილი წესების შესაბამისად. მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, ისინი არ ემორჩილებიან კანონს”,- აღნიშნა გრიგოლაშვილმა.
ცნობისთვის, დღეს ქუთაისის მერიის წინ რამდენიმე მოვაჭრემ აქცია გამართა, ისინი გარევაჭრობის ნებართვას ითხოვდნენ.