ზუგდიდში მე-12 საჯარო სკოლაში მოსწავლეს კოვიდ19 დაუდასტურდა – კლასი დისტანციურად გააგრძელებს სწავლას
ზუგდიდის მე-12 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. კლასი სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა ბულიამ განუცხადა.
მისი თქმით, მოსწავლეები ონლაინ ორშაბათამდე ისწავლიან.
“მეთორმეტე სკოლაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და მოსწავლეები მეხუთე სკოლაში დადიან, მეორე ცვლაში, კლასი გადასულია დისტანციურ რეჟიმზე”, – აღნიშნა ბულიამ.
ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც ზუგდიდში სკოლებში სწავლა საკლასო ოთახებში დაიწყო ვირუსი 10-მდე მოსწავლეს და მასწავლებელს დაუდგინდა.