ზუგდიდში შედანიების სახლზე სავარაუდო თავდასხმაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში შედანიების ოჯახის განცხადების საგუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

როგორც “რეგიონულ კვირას” უწყებაში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

შედანიების ოჯახის განმარტებით, წუხელ, მათი სახლის მიმართულებით უცნობმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლეს, რა დროსაც ეზოში დამაგრებული ნათურა ჩაიმსხვრა. სამოქალქო აქტივისტი გელა შედანია, მომხდარს თავის აქტივობებს უკავშირებს და ამბობს, რომ მის “დაშინებას ემსახურება”.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები