ამბროლაურის მერია: შიდასასოფლო გზები თოვლის საფარისგან პერიოდულად იწმინდება

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში თოვლის საფარისაგან გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც “რეგიონულ კვირას” ამბროლაურის მერიაში განუცხადეს, ნიკორწმინდის, კაჩაეთის, ჭელიაღელის, უყეშისა და თლუღის სასოფლო გზები უკვე გაიწმინდა.

მათივე განმარტებით სამუშაოებს შპს ,,ამბროლაურის სერვის-ცენტრი” ახორციელებს.

მერიაში განმარტავენ, რომ მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით სასოფლო გზების მოვლა-შენახვის სამუშაოების პროგრამა აქტიურად ხორციელდება, რაც განსაკუთრებით პრობლემური მონაკვეთების მოწესრიგებას ითვალისწინებს. აღნიშნული ღონისძიებების განხორციელება ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებისთვის გადაადგილებას შესაძლებელს გახდის.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები