კორონავირუსის 95 ახალი შემთხვევა, 39 გამოჯანმრთელებული – ეპიდსტატისტიკა სამეგრელო-ზემო სვანეთში
გასული 24 საათის განმავლობაში, სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 95 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღე-ღამეში ვირუსი 39-მა პაციენტმა დაამარცა.
გარდაიცვალა ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები 78 წლის მამაკაცი, რომელიც რუხის კლინიკაში გადიოდა მკურნალობას.
სამეგრელო-ზემო სვანეთის კოვიდკლინიკებში ამ დროის მონაცემები ასეთია:
რუხის კლინიკაში იმყოფება – 47 პაციენტი;
სენამედის კლინიკაში 32 კოვიდპაციენტი, მათ შორის 3 მძიმე;
ფოთის კლინიკაში ამ დროისთვის მკურნალობის კურსს გადის – 32 ინფოცირებული, მათ შორის მძიმეა 6 პაციენტი;
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში – 19 პირი მკურნალობს;
აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში – 15;
სენაკი ლაზიკა მედის კლინიკაში კი ამდრომდე 31 პაციენტი რჩება.
სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში ამ ეტაპზე, 176 ადამიანი მკურნალობს. მათგან 13-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამ დროისთვისთ, საკარანტინო სივრცეებში სულ 55 ადამიანი რჩება.