ბათუმში ე.წ ხოფის ბაზრობაზე, ერთ-ერთ მაღაზიას ცეცხლი გაუჩნდა. როგორც ,,რეგიონულ კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი სხვა ტერიტორიაზე არ გავრცელებულა. მათი თქმით, მეხანძრე-მაშველებმა დროული რეაგირება მოახდინეს.
ამ დროისთვის, ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული.