კოვიდინფიცირების 829 შემთხვევიდან 150 იმერეთს უკავშირდება

ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 829 ახალი შემთხვევიდან იმერეთი – 150 დაფიქსირდა.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 809, საიდანაც 2 149 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის 464 იმერეთში.
ამ ეტაპზე, მძიმე პაციენტია 480 პირი, მათ შორის იმერეთში – 117. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 127 პირი, მათგან 17 იმერეთშია.
301 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 11 – იმერეთში.
2 359 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ბოლო 24 საათში ვირუსით 8 ადამიანი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები