სოფელ ბოდბეში 90 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის მშენებლობა დასრულდა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბოდბეში რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ახალი სკოლის მშენებლობა დაასრულა, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ავრცელებს.

90 ბავშვზე გათვლილი სკოლა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა და სრულად ადაპტირებულიᲐ შშმ პირებისთვის, შენობაში 9 საკლასო ოთახი და 1 ლაბორატორიაა. კეთილმოეწყო სკოლის ეზოც. დამონტაჟდა გათბობის, წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემები.

პროექტი საქართველოს მთავრობის მიერ 1,8 მილიონი ლარით დაფინანსდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები