რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში ინფიცირების ერთი ახალი შემთხვევა ლენტეხს უკავშირდება
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების ერთი შემთხვევა ლენტეხის მუნიციპალიტეტს უკავშირდება, – ამის შესახებ „რეგიონულ კვირას“ ლენტეხის ეპიდემიოლოგმა ლამზირა ბენდელიანმა განუცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული პიროვნება თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, ამიტომ გადამდებლობის რისკი მინიმალური იყო.
ადგილობრივი სპეციალისტების განცხადებით, ამ მომენტისთვის თვითიზოლაციას რეგიონის მასშტაბით 40-მდე ადამიანი გადის.