ქვემო ქართლში კორონავირუსის 37 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ქვემო ქართლში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა, ბოლო 24 საათის განმავლობაში 37-ით გაიზარდა. ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 829 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 314 შემთხვევა, აჭარა – 37, იმერეთი – 150, ქვემო ქართლი – 37, შიდა ქართლი – 63, გურია – 43, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 95, კახეთი – 73, მცხეთა-მთიანეთი – 9, სამცხე-ჯავახეთი – 7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1”, – განაცხადა ვერდია სიჭინავამ.

რაც შეეხება გარდაცვლილებს, კორონავირუსით საქართველოში ბოლო 24 საათში 8 პირი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები