კახეთში კორონავირუსის 73 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

კახეთში კოვიდ ინფიცირებულთა რაოდენობა, ბოლო 24 საათის განმავლობაში 73- ით გაიზარდა. ამის შესახებ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

” დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 829 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 314 შემთხვევა, აჭარა – 37, იმერეთი – 150, ქვემო ქართლი – 37, შიდა ქართლი – 63, გურია – 43, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 95, კახეთი – 73, მცხეთა-მთიანეთი – 9, სამცხე-ჯავახეთი – 7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1″,- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

გასული დღე- ღამის განმავლობაში, კორონავირუსის დიაგნოზით, 8 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები