ბოლო 24 საათის მონაცემებით, თელავის მუნიციპალიტეტის 5 საჯარო სკოლაში კოვიდ 19-ის შემთხვევების გამო, ის კლასები, სადაც ვირუსი გამოვლინდა, დისტანციურ სწავლებას განაგრძობენ. ინფორმაცია ” რეგიონულ კვირას” თელავის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა დაუდასტურა. ლევან მრელაშვილის ინფორმაციით, ასეთი მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სულ 5 კლასია.
“თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, დისტანციურ სწავლებაზე 5 საჯარო სკოლიდან, ჯამში 5 კლასი გადავიდა. ამ ეტაპზე სწავლა დანარჩენ სკოლებში, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს”,- განაცხადა მრელაშვილმა.
ლევან მრელაშვილის თქმით, ამ ეტაპზე, თელავის მუნიციპალიტეტის, საჯარო სკოლების დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის საშიშროება არ დგას.