ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსს სამი ადამიანი ემსხვერპლა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 184-მდე გაიზარდა, ბოლო ერთ დღეში დაავადებას სამი პაციენტი ემსხვერპლა.

ვირუსი კიდევ 18 პირს დაუდასტურდა და ჯამში პანდემიის დაწყებიდან ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 11818 შეადგენს.

გუდაუთის საავადმყოფოში ამჟამად 98 პირი მკურნალობს, მათგან 28 მძიმე მდგომარეობაშია; სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 36 პირია მოთავსებული; ოჩამჩირის 12; ტყვარჩელის 7; გაგრის32. ხოლო სამხედრო ჰოსპიტალში 24 პაციენტია.

ვირუსის დამარცხება სულ 10756 ადამიანმა შეძლო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები