ლაგოდეხში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1 პირი დააკავეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მომხდარი ძალადობის ფაქტი გახსნილია. ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1978 წელს დაბადებული თ.ნ. დააკავეს.

ბრალდებულმა მიმდინარე წლის 4 თებერვალს, თანამზრახველებთან ერთად, წარსულში არსებული უთანხმოების გამო, შურისძიების მოტივით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა 1973 წელს დაბადებულ თ.ნ.-ს და მიიმალა.
დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენისა და დაკავების მიზნით საგამოძიებო, ოპერატიული და საპროცესო ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს.

დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები