ქობულეთის ორ სოფელში წყავროკასა და ცხრაფონაში ცოფის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში ცოფის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ინფორმაცია ამის შესახებ ,,რეგიონულ კვირას” ქობულეთის მერიაშიც დაუდასტურეს.
“რეგიონული კვირის” ინფორმაციით, ტურამ ერთ-ერთი ადგილობრივის ძაღლი დაკბინა. როგორც მერიაში ამბობენ ამ დროისთვის მიმდინარეობს შესაბამისი სამსახურებიდან სხვადასხვა ღონისძიებების გატარება. საჭიროა 60-დღიანი კარანტინის რეჟიმში გადასვლა, რაც პირუტყვის ეზოს გარეთ არგაშვებას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში ცოფის შემთხვევა რამდენიმე დღის წინაც დაფიქსირდა. გარეულმა ცხოველმა ოთხფეხა საქონელი დაკბინა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები