მიმდინარე და შესასრულებელი პროექტები – ონის მერიაში განხილვა გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩიკვაიძემ, მოადგილესთან ეკა მაისურაძესთან ერთად, სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ონის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, შეხვედაზე საქართველოს პირველი დემოკრატიული კონსტიტუციის 100 წლისთავისადმი ხელმომწერის – სდრ დამფუძნებელთა კრების, წარმოშობით ონელი დეპუტატის, პავლე ბერიშვილის სახელის უკვდავყოფისადმი მიძღვნილი ღონისძიების დაგეგმვასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები, შშმ პირთა მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილი ცალკეული ღონისძიებები, ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება იაპონიის საელჩოს, მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში „ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამა“ (GGP) პროექტის საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში, გამარჯვებული ონის მუნიციპალიტეტის უფლებების, ვალდებულებების და სამომავლო აქტივობების შესახებ დაგეგმილ მნიშვნელოვან საკითხებს დაეთმო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები