„მერიისგან მიღებულ თანხას სწავლისთვის გამოვიყენებ“-მეოთხე კურსის სტუდენტი ბორჯომიდან

ბუბა თედიაშვილი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტია. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის მეოთხე კურსზე სწავლობს. ის ერთ-ერთი პირველია მათ შორის, ვინც ბორჯომის მუნიციპალიტეტის ახალი პროგრამით ისარგებლებს. პროგრამა წარჩინებული სტუდენტებისთვის სემესტრში 1000 ლარიან ჯილდოს ითვალისწინებს.
ბუბა მეოთხე კურსის სტუდენტია. წელიწადში 2250 ლარის გადახდა უწევს. ამბობს რომ მერიისგან მიღებულ თანხას სწავლის საფასურის გადასახდელად გამოიყენებს, რაც სტუდენტისთვის დიდი შეღავათი და მოტივაცია იქნება.
ცნობისთვის, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში სტუდენტთა წახალისების ახალი პროგრამა 2021 წლის იანვრიდან ამოქმედდა. პროგრამა ბაკალავრიატის წარმატებული სტუდენტების ფულადი თანხით დაჯილდოებას გულისხმობს. ჯილდო სემესტრში 1000 ლარს შეადგენს.

 

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები