აზერბაიჯანული წარმოშობის 15 წლის ბიჭის და 11 წლის გოგონას ქორწინება – შსს-მ გამოძიება დაიწყო
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელშიც, მისი თქმით, ასახულია ფონიჭალაში მცხოვრები, აზერბაიჯანული წარმოშობის, 15 წლის ბიჭისა და 11 წლის გოგოს ქორწილი.
ჟურნალისტი სვამს კითხვას, რომ “თბილისში ასეთი ქორწინება უკვე ნორმად იქცა? ეს არავითარი ტრადიციები არ არის. აზერბაიჯანში ნაადრევი ქორწინება ისეთივე დანაშაულია, როგორც საქართველოში. იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს შესაბამისი უწყებები ამ საქმეს კონტროლზე აიყვანენ”.
არსებული ინფორმაციით, მოზარდების მშობლები გამოკითხვაზე არიან დაბარებულები.
როგორც ,,კვირას” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება 150 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ა ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც იძულებით ქორწინებას გულისხმობს.