რეაბილიტირებული კედელი, დამცავი ჯებირები, ჯიხურები – ანანურში დაზიანებული ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ  ანანურში დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

“ახლად აშენებული  კედელი, საპირფარეშოები და სავაჭრო ჯიხურების ნაწილი აღნიშნულ მონაკვეთზე გასული წლის ზაფხულში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად  დაზიანდა, სატვირთო ტრაილერი კედელს შეეჯახა, რამაც ორი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.

აღნიშნული სამუშაოებისთვის რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 95 ათასი ლარი გამოიყო, რაც დაზიანებული ნაწილის აღდგენა-რეაბილიტაციას მოხმარდება. უფრო კონკრეტულად კი რეაბილიტირდება კედელი, გაკეთდება დამცავი ჯებირები, აღდგება დაზიანებული ჯიხურები უკვე მოწესრიგდა სველი წერტილები.

ჩატარებული და მიმდინარე სამუშაოები მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მანანა (მაცაცო) ნარიმანიძემ სამხარეო ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინაციის სამსახურის ხელმძღვანელთან გიორგი თანიაშვილთან და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები