რიონის ხეობაში მეწყერი ჩამოწვა

რიონის ხეობაში მეწყერი ჩამოწვა. წყალტუბოს მუნიციპალიტეტ სოფელ მოლეკურაში მთის ნაწილი გვიან ღამით ჩამოიშალა.
მომხდარის შედეგად საავტომობილო გზა ჩაიკეტა.
ამის შესახებ ინფორმაციას, სოციალურ ქსელში
მოძრაობა – “რიონის ხეობის გადარჩენისთვის” ავრცელებს.

ინფორმაციას, მეწყერის ჩამოწოლის შესახებ ადასტურებენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში. როგორც ” რეგიონულ კვირას” წყალტუბოს მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის, საგზაო დეპარტამენტი გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს, რის შემდეგაც საავტომობილო მოძრაობა ამოქმედდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები