სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სულ ინფიცირებულითა რაოდენობა 4 587 გახდა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში დაფიქსირებული 3 ახალი შემთხვევიდან
ერთი ადიგენიში ორი კი ბორჯომში გამოვლინდა.

გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 6 პირი და მიმდინარეობს მოკვლევა.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსის, გიორგი მიქელაძის განცხადებით, თვითიზოლაციაში 319 პირი იმყოფება. აქედან,
ადიგენში – 213 პირი;
ასპინძაში – 11 პირი;
ახალციხეში – 26 პირი; ახალქალაქში – 10 პირი და
ბორჯომში – 59 პირი.

როგორც “რეგიონულ კვირას” გიორგი მიქელაძემ განუცხადა, კოვიდ კლინიკაში 68 პაციენტი მკურნალობს.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 22 პირი გამოჯანმრთელდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები