„სოფლის პროგრამები“ კვლავ მოსახლეობის აზრის გათვალისწინებით განხორციელდება“ – რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთში საერთო კრებები იწყება

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის რეგიონში, ოთხივე მუნიციპალიტეტში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, ლენტეხი), საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, წინა წლის მსგავსად, 2021 წელს განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით საერთო კრებები გაიმართება, რადგანაც მოსახლეობის აზრის გათვალისწინება სახელმწიფოს ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს. პროგრამა ძირითად მიზნად სოფლის პირველი რიგის სოციალურ-ეკონომიკურ საჭიროებათა დასაფინანსებლად თანხების მიმართვას, (ადგილობრივი ინფრასტრუქტურის ობიექტების აღდგენა-რეაბილიტაცია, კეთილმოწყობის სამუშაოების განხორციელება და სხვ.); თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართულობის მხარდაჭერას;მოსახლეობასა და თვითმმართველობის ორგანოთა შორის ურთიერთობის გაუმჯობესებას; თვითმმართველობის დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლებას და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის (შემდგომში – რწმუნებული) უფლებამოსილებათა ეფექტიანად განხორციელებას ისახავს. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შემდეგი პროექტები დაფინანსდება- სასმელი წყლის სისტემები (მათ შორის, ჭაბურღილები, წყალსადენები, ჭა და ა.შ. გაწმენდებით); წყაროების მოპირკეთება;სარწყავი სისტემები;სანიაღვრე არხები;ნაპირსამაგრი სამუშაოები;გზები;ხიდები, ცხაურები,ხიდბოგირები, გადასასვლელები;გარე განათება,სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა;სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი;ამბულატორიის შენობები;კულტურის ობიექტები; სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი;სკვერები და სველი წერტილები შესაბამისი ინვენტარით;წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი;სასაფლაოს შემოღობვა;თავშეყრის ადგილები, მოსაცდელები;
მინიჰესები და შესაბამისი რეაბილიტაცია/აღდგენა.

”სოფლის მხარდაჭერის პროგრამის’’ მიმდინარეობას და შესრულებას, საერთო კოორდინაციას და მონიტორინგს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გახორციელებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები