საგარეჯოს პოლიციას ლევან მაისურაძე უხელმძღვანელებს
საგარეჯოს პოლიციის უფროსის თანამდებობაზე 35 წლის ლევან მაისურაძე დაინიშნა.
როგორც ” რეგიონულ კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ლევან მაისურაძე ამ დრომდე ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილის პოსტს იკავებდა, მანამდე კი გურჯაანის პოლიციის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა.