რუსთავში ორი კვირის განმავლობაში მოსახლეობა ახალი ავტობუსებით უფასოდ გადაადგილდება
რუსთავში მუნიციპალური ავტობუსით მგზავრობის ტარიფი 50 თეთრით განისაზღვრა – ამის შესახებ ქალაქის საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი.
ავტოტრანსპორტით სარგებლობის ტარიფი რუსთავის საკრებულომ დღეს დაამტკიცა.
მგზავრობის საფასურის 10 თეთრით გაზრდის პარალელურად, მერიის მიერ დაწესებული შეღავათებით მოსარგებლე ბენეფიციართა რაოდენობა 60 ათასი რუსაველით გაიზარდა.
როგორც საკლებულოს თავჯდომარემ ლევან ონიანმა განაცხადა შეღავათიანი ტარიფით 60 000 მოქალაქე ისარგებლებს.
“ პირველ რიგში მინდა ყველა რუსთაველს მივულოცო ის წარმატება, რაც გულისხმობს ახალი ავტობუსების შემოყვანას. აქვე ვისარგებლებ და მადლობას გადავუხდი იმათ ვინც ამ პროცესში დიდი წვლილი შეიტანა. იმით აპელირება, რომ რუსთავში ტარიფი გაიზარდა ძალიან ცუდია რადგან, როგორც იცით შეღავათიანი ტარიფი დადგენილია როგორც მოწყვლად ოჯახებზე ასევე არამოწვლადებზე, სტუდენტებზე, მოსწავლეებზე და მასწავლებლებზე. ისინი ისარგებლებენ 10 და 20თეთრიანი ტარიფით. ასევე პირველი ორი კვირა უფასოდ შეძლებენ გადააგილებას”,- განაცხადა ლრვან ონიანმა
დღემდე, ქალაქის მუნციპალიტეტი, სოციალური პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობის თანხას ოთხი კატეგორიის ბენეფიციარებს:
სოცლიალურად დაუცველებს, ვეტერანებს, 1-ლი ჯგუფის უსინათლო შშმ პირებს, ა( ა)იპების და სსიპების თანამშრომლებს (პედაგოგებს, დასუფთავების სამსხურის თანამშრომლებს, მუსიკის მასწავლებლებს, ბაგა-ბაღების თანამრომლებს და ა. შ.) უფინანსებდა.