საჩხერეში ,,სოფლის მხარდამჭერი” პროგრამის ფარგლებში კონსულტაციები იწყება

საჩხერის მუნიციპალიტეტში 16 თებერვლიდან, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში კონსულტაციები იწყება.

საჩხერის მუნიციპალიტეტის
შესარჩევი პროექტებია:

• სასმელი წყლის სისტემები; წყაროების მოპირკეთება;
• სარწყავი სისტემები;
• სანიაღვრე არხები;
• ნაპირსამაგრი სამუშაოები;
• გზები; მოსაცდელები;
• ხიდები, ცხაურები, ხიდბოგირები, გადასასვლელები;
• გარე განათება;
• სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა;
• სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი;
• ამბულატორიის შენობები;
• სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი;
• სკვერები და სველი წერტილები შესაბამისი ინვენტარით;
• წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი;
• მინი-ჰესები და შესაბამისი რეაბილიტაცია/აღდგენა.

2021 წელს საჩხერის მუნიციპალიტეტისათვის ,,სოფლის მხარდაჭერის” პროგრამის განსახორციელებლად განსაზღვრულია 682 000 ლარი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები