მეუფე დავითი გელათის სამონასტრო კომპლექსზე: ვაპირებთ გავეცნოთ რა გაკეთდა და რა ეტაპზეა სამუშაოები

გელათში, დავითობის დღესასწაულზე საზეიმო წირვა-ლოცვა მეუფე იოანემ აღავლინა.
მან მრევლს დავითობა მიულოცა და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ესაუბრა.
წირვას დაესწრო ალავერდელი მეუფე დავითი, მან ყურადღება გელათში Არსებულ პრობლემებზე გაამახვილა.

“მონასტრის დროებითი გადახურვა ეს არის დროებითი მცდელობა, სრულად დამთავრებას სჭირდება სპეციალისტები და საქმიასმცოდნეთა გუნდი. რადგან არის, სხვადასხვა მიმართულება, აქედან გამომდინარე, დამნაშავე ერთი არაა, დამნაშავე ვართ ყველა, რადგან თავიდანვე არ ჩაიდო თანხა სპეციალისტების განათლებაში.
ვაპირებთ, გავეცნოთ რა გაკეთდა და რა ეტაპზეა სამუშაოები”,-განაცხადა მეუფე დავითმა.
ცნობისთვის,
გელათის სამონასტრო კომპლექსის სახურავი სრულად რესტავრირდა.
ამ დროისთვა, მონასტერში წყლის ჩადინების საფრთხე არ არსებობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები