თამარისში 200 ოჯახს ჰიგიენური საშუალებები გადაეცა – სოციალურ აქციაში მონაწილეობა მერმაც მიიღო

  • იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია ,,თანხმობის“ დაფინანსებითა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის ჩართულობით დღეს, დაბა თამარიში მცხოვრებ ოჯახებს ჰიგიენური საშუალებები გადაეცა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

“სოციალურ აქციაში მონაწილეობა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა პირველ მოადგილე ბუბა გიბეჯიშვილთან ერთად  მიიღო. ჰიგიენური საშუალებების პაკეტი მერმა მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებს პირადად გადასცა.

ასოციაცია ,,თანხმობა“ ბოლნისის მუნიციპალიტეტთან რამდენიმე წელია  თანამშრომლობს. პანდემიის პერიოდში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, აღნიშნულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ორი საქველმოქმედო აქცია სოფელ რაჭისუბანსა და ბალიჭში უკვე ჩაატარა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები