აჭარაში მშობლების მოთხოვნით, 2 418 ბავშვი სწავლას ონლაინ ფორმატში გააგრძელებს

აჭარაში სასწავლო პროცესს 2 418 მოსწავლე ისევ დისტანციურად გააგრძელებს. ამის შესახებ ,,რეგიონულ კვირას” აჭრის განათლების სამინისტროში განუცხადეს.
აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დისტანციურად სწავლას ბათუმში 25 საჯარო სკოლაში 2 350 ბავშვი გააგრძელებს , ქობულეთში კი – სამ საჯარო სკოლაში 68 მოსწავლე.
აჭარის განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ კერძო სკოლებში ეს საკითხი სკოლის ადმინისტრაციასა და მშობელს შორის ურთიერთშეთანხმებით უნდა გადაწყდეს. რაც შეეხება საჯარო სკოლებს, არჩევანის შესაძლებლობა მხოლოდ ქალაქში მცხოვრებ ბავშვებს მიეცათ, სოფლად მცხოვრები ბავშვები კი ვალდებულები არიან კლასში გამოცხადდნენ.
უკვე ერთი კვირაა, რაც აჭარაში სასწავლო პროცესი სკოლის შენობებში განახლდა. მანამდე თითქმის ერთი წელი ბავშვებს გაკვეთილები ონლაინ უტარდებოდათ.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020-2021 სასწავლო წელს ბათუმის საჯარო და კერძო სკოლებში 34 651 მოსწავლე სწავლობს, სულ აჭარის სკოლებში კი – 61 273 მოსწავლე.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები