გორში ახალგაზრდა ქალი შვილმა გარდაცვლილი იპოვა
გორში ახალგაზრდა ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს. შემთხვევა სუხიშვილის ქუჩაზე მოხდა. ის სახლში მარტო იმყოფებოდა და შვილმა აღმოაჩინა. მისი გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით ინტოქსიკაცია, გახდა, რაც წყლის გამაცხელებლის გაუმართავობამ გამოიწვია.
ცხედარი სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
როგორც “რეგიონულ კვირას” განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება შსს-მ 240 -ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო – ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.